20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
90 წლის ქალბატონი შესაძლოა უახლოეს დღეებში საკუთარი სახლიდან გამოასახლონ

გარდაცვლილი მეუღლის მიერ წარსულში კერძო იპოთეკართან გაფორმებული გარიგების გამო 90 წლის ქალბატონი შესაძლოა უახლოეს დღეებში საკუთარი სახლიდან გამოასახლონ. აღმასრულებელმა გასახლების პროცესი მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადო, თუმცა ოქმში გადადების დრო არ მიუთითებია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. სებისკვერაძეები ამბობენ, რომ პროცენტისა და ძირის სახით მევალეს დაახლოებით 10 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა იმისათვის რომ სახლი საბოლოოდ დაიბრუნონ სებისკვერაძეებს კერძო იპოთეკარისთვის კიდევ 20 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ ერთი წლისა და 7 თვის განმავლობაში მოვალემ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაითვალისწინა ოჯახში ავადმყოფი მოხუცის ყოფნის ფაქტი და გამოსახლების პროცესი გადადო.

ავტორები: მარიკა გოცირიძე, ლევან კალანდია.

დღის ამბები