კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს სამ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენენ.
საუბარია მოსმენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნაზე, რომელსაც უნდა გადაეცეს ე.წ. გასაღები ძალოვანი უწყებიდან და რომელიც იქნება შუამავალი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შორის.
მეორე ინიციატივა სუს-ის რეფორმას ითვალისწინებს. სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც საუბრობს, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს.