თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირველი შეხვედრა სტუდენტებთან -
დარეჯან თვალთვაძე 2 ათასამდე ახალგაზრდას უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ელოდება.
როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები და როგორ ემზადება სასწავლებელი 11 მაისს ჩანიშნული აკადემიური საბჭოს არჩევნებისთვის, მოგვიანებით კი ახალი კანცლერისა და რექტორის კენჭისყრისთვის - ამ კითხვების დასმას თვალთვაძისთვის შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრები აპირებენ.
მათგან განსხვავებით, სააქტო დარბაზში მისვლას დღეს არ აპირებენ აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები.