სააღდგომოდ დარიგებული გაფუჭებული ქათმები? ისნის რაიონის გამგეობას ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ედავებიან.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, რის გამოც მათ საჩუქრად დარიგებული ქათმები ვერ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.
მომხდართან დაკავშირებით ისნის რაიონის გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, როგორც გამგეობაში კურიერს განუცხადეს, ისინი ბრალდებებს დღეს დღის განმავლობაში უპასუხებენ.