დღეს დიდი ხუთშაბათია - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სამების ტაძარში დილის 10 საათიდან შეასრულებს. წირვის შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
დღესვე ტაძრებში თორმეტგზის სახარება იკითხება. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა.