მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის განხილვა თავიდან უნდა აეცილებინა - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ანა ნაცვლიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები რეალურად არსებობს.
„მოსამართლეს უნდა აეცილებინა ეს დავა, ან მის კოლეგებს აცილების სასარგებლოდ გადაეწყვიტათ, რამდენჯერმე შეიცვალა კოლეგია, ჩვენთვის ესეც საყურადღებოა, თუ კოლეგია და საქმის განმხილველი მოსამართლეები შეიცვალნენ, რა არგუმენტაციით და რა წესით მოხდა საქმის გადაწერა,“- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს მედიაექსპერტი, ლაშა ტუღუშიც.
"ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს სასამართლო და ფრთხილად უნდა მიღოს გადაწყვეტილებები, რომ ზიანი არ მიადგეს არა მხოლოდ მედიას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს,“- განაცხადა ტუღუშმა.