ოჯახი მშენებლობის წინააღმდეგ - იზო რუსიძემ ბათუმში ჯინჭარაძის 3 ნომერში მიმდინარე სამუშაოები დილიდან შეაჩერა. ის მშენებლობაზე სამშენებლო მანქანებს არ ატარებს. რუსიძე ამბობს, რომ მჯდომარე პროტესტის ფორმას გააგრძელებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
იზო რუსიძის თქმით, მშენებარე კორპუსის უკან მოექცა მისი სახლი, კომპანიამ კი ყველა სტანდარტი დაარღვია, წაართა ეზო, გაუუქმა გზა, ასევე მისი სახლის მხარეს განათავსა ფანჯრები და აივნები. ამბობს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
ოჯახი ირწმუნება, რომ სტანდარტების დარღვევის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც აქვთ. მათივე თქმით, მშენებლობის უკან ბათუმიც ვიცემერი ბაგრატ მანველიძე დგას. ვიცემერი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.
მშენებლობას ელიტაჰაუსი აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.