ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის მე-18 კორპუსთან დღეს მუშებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა.
აქციის მონაწილეები ორი თვის ხელფასის გადაუხდელობას აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ კორპუსის გასამაგრებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მაგრამ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელფასებს უგვიანებს.
კომპანიის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ხელფასები მალე ჩაერიცხებათ.