20 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
პროტესტი იმერეთში-სოფელ ბანუჯის მოსახლეობა სოფელში წყლისა და გაზის შეყვანას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანუჯის მოსახლეობა სოფელში წყლისა და გაზის შეყვანას ითხოვს. მათი თქმით, სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა და არც მილია შეყვანილი. რაც შეეხება წყალს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაზიანებული მილების გამო ბინძურია და სასმელად უვარგისია.

ადგილობრივებს გამგეობის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი შეხვდნენ. მათი თქმით, მაისის თვეში დასრულდება საპროექტო სამუშაოები, გამოცხადდება ტენდერი და ივნისის ბოლოსთვის დაიწყება წყლის მილების შეცვლა.  

დღის ამბები