20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დღეს პირვლად სტუდენტებს შეხვდა

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დღეს პირველი შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან.  

დარეჯან თვალთვაძესთან შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც აუდიტორია 115-ის წევრები, ისე თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი სტუდენტები.

აუდიტორია 115-ის წევრებს საკუთარი შენიშვნები ჰქონდათ დარეჯან თვალთვაძესთან. მათ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს წარსული შეახსენეს და მოუწოდეს, რომ რექტორის არჩევნებში კენჭი არ იყაროს.

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მათ შესთავაზეს თანამშრომლობა დარეჯან თვალთვაძეს და განაცხადეს, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილი არჩევნები, პოლიტიკური პირებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეფასება გააკეთა თავად რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თავლთავაძემ.

“ეს იყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც უნდა ვიცოდე, რაზე ფიქრობენ სტუდენტები, რა აწუხებთ მათ და რა არის პრობლემები. მართალია ბევრი რამ, ამ პრობლემიდან ჩემთვის იქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამ საკითხებზე საჯაროდ პასუხი გამეცა დღეს,“ - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები