20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენება - ტორბონ იაგლანდი "რუსთავი 2"-ის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

რა წერია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2015 წლის მოხსენებაში - ტორბონ იაგლანდის ანგარიშში რუსთავი 2-იც მოხვდა და ის პროცესებიც, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ ვითარდება.  ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რუსთავი 2-ის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ანგარიშში აღწერილია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული შემთხვევები. ამ კონტექსტში, ანგარიშში საქართველო რუსთავი 2-ისა და 17 მაისის გამო მოხვდა.

მითითებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მმართველი გუნდის წევრების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რესპუბლიკელები მედიასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეთანხმებიან, უმრავლესობის სხვა წევრებისთვის კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დასკვნები რუსთავი 2-თან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

ოპოზიცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, მოხსენება გაფრთხილებად მიიღოს და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ზეწოლაზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნის ინტერესებს სერიოზულ ზიანს მოუტანს.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ევროსასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმე განხილვის პროცესშია და რომ ლგბტ თემს გამოხატვის უფლება ახლაც ეზღუდება.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები