ორი დაპირისპირებული მხარე ერთ შეხვედრაზე -სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გამართა.
დარეჯან თვალთვაძეს დღეს საკუთარი წარსული საქმიანობა სტუდენტებმა შეახსენეს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აუდიტორია 115-ის წევრებმა მოუწოდეს, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, სტუდენტების ძირითადი პრეტენზია თვალთვაძის უნივერსიტეტში მრავალწლიან საქმიანობას უკავშირდება.
შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოვალეობის შემსრულებლის მისამართით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, მათი მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებაა.
დარეჯან თვალთვაძეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რექტორის არჩევნებში.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.