სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი სააღდგომო საჩუქრები უკვე გახდა ხმაურის მიზეზი - ბენეფიციარების ნაწილი განახევრებულ სასურსათე კალათას აპროტესტებს.
ნაწილმა დახმარება ან გამგეობას უკან დაუბრუნა, ან ფანჯრიდან გადაყარა.
რამდენიმე რაიონში მცხოვრები ბენეფიციარები აცხადებენ, რომ ქათმებს, რომელიც სააღდგომოდ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა და მისი საკვებად გამოყენება სახიფათო იყო.
ისნის რაიონის მსგავსად, საჩუქრად ასეთივე პროდუქტი კრწანისის რაიონშიც მიიღეს. ფონიჭალაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა სააღდგომო ნობათი გამგეობას უკან დააბრუნეს. მოქალაქეების მტკიცებით, ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა.
ისნისა და კრწანისის გამგეობაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროტესტს წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესებით ხსნიან. კრწანისის რაიონის გამგებლის თქმით, სოციალურად დაუცველებისათვის განკუთვნილ სასაჩუქრე პაკეტში მაღალი ხარისხის ქართული წარმოების ხორცი იყო.
სოციალურად დაუცველების სააღდგომო საჩუქრებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან, მილიონ ლარამდე დაიხარჯა.