თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებთ, არასამთვრობო ორგანიზაციები კულტურის სამინისტროსგან დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვენ. მათ ამ წინადადებით უკვე მიმართეს უწყებას.
დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ. სამოქალაქო სექტორი თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას აპროტესტებს.
არასამთავრობოებს შეკითხვები ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი თქმით, ეს სტატუსი იმ 4 ჰექტარსაც ქონდა, რომელიც მერიამ ივანიშვილს გადასცა, ამისთვის კი როგორც ამბობენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობა არ არსებობს.
მომავალი კვირიდან ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების განახლება იგეგმება.