20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და ამ საათებში გადაადგილება უფასო იქნება.

პირველ და ორ მაისს, დილის 8 საათიდან საღამოს 8-მდე, მუნიციპალური ტრანსპორტი ასევე უფასოდ იმოძრავებს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით.

ავტობუსები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო დიდუბიდან გავა, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო დელისიდან, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო სარაჯიშვილიდან, ასევე ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩაზე 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ვარკეთილის სასაფლაოებისკენ კი მეტრო ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

 

 

დღის ამბები