20 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ლევან ბერიანიძის განცხადებით, სიტყვა "ჰეტეროსექსუალის" ხსენების გამო თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადების საფუძველზე. საუბარია ფილარმონიასთან მომხდარ ფაქტზე.

ლევან ბერიანიძის თქმით, მას და მის ორ მეგობარს მამაკაცმა სიტყვა ჰეტეროსექსუალის ხსენების გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ფაქტზე დროულად მოახდინეს რეგირება. საქმეს კვალიფიკაცია ჯერ არ აქვს მინიჭებული.

 

დღის ამბები