20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
წითელი პარასკევი - სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს

წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ლოცვებს კითხულობენ. გარდამოხსნის რიტუალი კი 2 საათზე დაიწყო, რადგან სახარების თანახმად სწორედ ამ დროს მიიცვალა ქრისტე ჯვარზე.

ცოტა ხანში გამოასვენებენ გარდამოხსნას, მას შემოატარებენ ეკლესიაში და დაასვენებენ საგანგებოდ მომზადებულ სადგამზე. შემდეგ დაიწყება მისი დატირების რიტუალი. 

დღის ამბები