ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში, ჯიქიას ქუჩის 18 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფი და პირველი სართული დაიტბორა.
შენობაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს და მათი განცხადებით, სანიაღვრე სისტემისა და კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო, მსგავსი პრობლემა ყოველი წვიმის დროს ექმნებათ.
კორპუსის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ დასახმარებლად შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.