საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამას შეუერთდა. შესაბამისი ხელშეკრულება ბრიუსელში უკვე გაფორმდა და ის ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტები და კვლევით ინსტიტუტები სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად გარკვეული სახის დაფინანსებითაც ისარგებლებენ.
„დღევანდელი შეთანხმება ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მასშტაბებს ზრდის. ქართულ ორგანიზაციებს ექნებათ წვდომა შესაბამის ინსტრუმენტთან, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციების მხარდაჭერას,“ - განაცხადა ევროკომისარმა კაროლოს მოედასიმ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასება განათლების მინსტრმა თამარ სანიკიძემაც გააკეთა.
„ამ ნაბიჯით ჩვენ მოვახდინეთ ის, რომ საქართველო გახდა ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის წევრი,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.