20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
დატბორილი გზები და დახოცილი შინაური ფრინველი - სოფელ გავაზში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

წყლის ძლიერმა ნაკადმა სოფელ გავაზში 50-მდე სახლის პირველი სართულები დატბორა. ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში ოთახებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობდნენ. დახოცილია შინაური ფრინველი.

სოფელ გავაზში სტიქია ღამის 12:00 საათიდან დაიწყო, ძლიერი ნალექის გამო სახლებთან გამავალმა სანიაღვრე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა. ადგილობრივები ყვებიან, რომ არხებიდან გადმოსულმა წყალმა ჯერ სამანქანო გზა დატბორა, შემდეგ კი ეზოებში შევიდა. გავაზში ამბობენ, რომ წყალდიდობის მიზეზი გაუწმენდავი არხები გახდა.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაციას.

სპეციალურმა კომისიამ ზარალის დათვლა დილიდან დაიწყო, წუხელ სამაშველო სამსახურში 70-მდე შეტყობინება შევიდა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

 

 

დღის ამბები