ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს - წითელ პარასკევს აღნიშნავენ იერუსალიმშიც.
ქალაქის უძველეს ქუჩაზე ვია დოლოროსაზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობს. ქრისტიანები ზუსტად იმ გზას გადიან, რომელიც სახარების თანახმად იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა.
გზად მორწმუნეები სიმბოლურად 14 -ჯერ ჩერდებიან. ქუჩაზე მონიშნულია ყველა ის ადგილი, სადაც ბიბლიის თანახმად მაცხოვარმა შეისვენა.
მსვლელობა აღდგომის ტაძარში სრულდება. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად და აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა მიწაზე პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან.
ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.