ქუთაისში, ბალახვნის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის დისშვილი კი, რომელიც ავარიისას დეიდასთან ერთად იმყოფებოდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველთა თქმით, ხიდზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომაქანისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ბავშვებს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დედა და ერთი მცირეწლოვანი შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის აღძრული.