20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ათასობით მორწმუნე წმინდა მიწაზეა შეკრებილი, სადაც რამდენიმე საათში წმინდა ცეცხლი უნდა გადმოვიდეს. 

მორწმუნეები ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.

პილიგრიმები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან დილიდან მიდიან. ძველ ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.

ტრადიციულად, კუვუკლიაში შესვლამდე იერუსალიმის მართლდამიდებელ პატრიარქს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები საგანგებოდ გაჩხრეკენ, რის შემდეგაც თეოფილე მესამე წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის ილოცებს.

წმინდა ცეცხლს პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას ბეთლემში ჩაიტანენ, რის შემდეგაც მას ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, 23:00 საათისთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. 

დღის ამბები