სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მეშვიდე დღეა, აქცია გრძელდება. მოსახლეობა მდინარე ხევისწყლიდან ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათ ერთი კვირის წინ გზაზე კარავიც დადგეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასწარი შეთანხმებით, სამუშაოები 8 ჰექტარზე უნდა ეწარმოებინათ, თუმცა მადნის მოპოვება 16 ჰექტარზე მიმდინარეობს, რაც მათი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას გამოიწვევს.