02 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
მართლმადიდებელთა რწმენით, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - ეს სააღდგომო რიტუალის ნაწილია და ამას უამრავი მორწმუნე ელოდებოდა, რომლებიც იერუსალიმში არიან შეკრებილნი. 

წმინდა ცეცხლს პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩაიტანენ, რის შემდეგ მას უკვე ყველა მართლმადიდებელ ტაძარში გაავრცელებენ.

აღდგომის ტაძარში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის მისვლას წინ უძღოდა არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი შეძახილები, რაც წმინდა ცეცხლის გადმოსვლის აუცილებელი ნაწილია.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩასული, მათ შორის საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალებაც ექნებათ. 

დღის ამბები