უბედური შემთხვევა თბილისში - ზაჰესში ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს.
როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.