20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
მესამე სექტორი ბოტანიკური ბაღის შესახებ კულტურის სამინისტროსგან პასუხს ისევ ელის

ადგილი, რომელსაც ბოტანიკური ბაღის დირექტორი "ქვაღორღიან მიწას" უწოდებს, ცოტა ხნის წინ ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ზონის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოტანიკური ბაღის სტატუსის შესახებ დოკუმენტაციას კულტურის სამინისტროსგან ელოდებიან. მესამე სექტორის წევრები აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს ბაღის იმ ნაწილსაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროფილიურ აკვიატებას ეწირება.

ოპოზიცია ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ვინც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 4 ჰექტარი ბიძინა ივანიშვილს გადასცა.

ოპოზიციის ინფორმაციით, მალე ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდება 29 ჰექტარი მიწის ფართობიც, რომელსაც სარეკრეაციო ზონის სტატუსი საკრებულომ გზის მშენებლობის მიზეზით მოუხსნა. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის გასაყვანად ამ ადგილზე 500 ძირი ხეც გაიჩეხა, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ გზის მშენებლობამ სხვა მონაკვეთზე უნდა გადაინაცვლოს, გაჩეხილი ხეების ნაცვლად კი სასტუმრო უნდა აშენდეს.

მიწის ნაკვეთი აუქციონზე გასაყიდად 3 მაისს გავა.

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები