20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
უმუშევრობა - ყველაზე მტკივნეული პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემებს შორის უმუშევრობა წელს ყველაზე მეტმა მოქალაქემ დაასახელა.

ბოლო რამდენიმე წელია, ეს მაჩვენებელი მზარდია, წელს კი IRI-ის ტრადიციული კითხვის პასუხად ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, უმუშევრობა 66%-მა მიუთითა. გამოკითხულთა 40% ასახელებს ზოგად ეკონომიკურ ვითარებას, 29% - ტერიტორიულ მთლიანობას, ინფლაციას - 14%, სიღარიბეს კი - 11%.

ამავე მონაცემებით, უმუშევრობა სიის სათავეში მოხვდა უშუალოდ გამოკითხული მოქალაქეების პრობლემების მხრივაც.

საზოგადოების განწყობისგან განსხვავებულია ოფიციალური  მონაცემები. ქვეყანაში უმუშევრებისა და დასაქმებულების რაოდენობა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლოს 2014 წელს დათვალა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, დაუსაქმებელი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია.

ექსპერტები ხელისუფლების მიერ პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები