20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები შეძახილებით შეხვდნენ

ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები შეძახილებით შეხვდნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ის მაცხოვრის საფლავიდან თბილისის დროით 15:30 გამოიტანა და მომლოცველებს შორის გაავრცელა.

ცერემონიისთვის წმინდა მიწაზე დილიდან გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ემზადებოდნენ. მორწმუნეები მაცხოვრის ტაძართან ჯერ კიდევ სალოცავის გახსნამდე შეიკრიბნენ.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ცეცხლი იერუსალიმში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა. ამ მოვლენის მოლოდინში წმინდა მიწაზე აღდგომის წინა დღეებში მთელი მსოფლიოდან ათასობით მომლოცველი ჩადის.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში, ჩააქვთ.

აღდგომის ლიტურგიისთვის წმინდა ცეცხლს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გაავრცელებენ. მას საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. ღვთისმსახურების შემდეგ მორწმუნეებს წმინდა ცეცხლის სახლში წაღების საშუალებაც ექნებათ.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები