20 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
ნაციონალები ნარმანიას ბოტანიკური ბაღზე გამოცხადებული ტენდერის გაჩერებას სთხოვენ

ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ფარულად აუქციონზე გატანის თაობაზე დეტალებს კურიერის პირდაპირ ეთერში ყვება და ამბობს, რომ ეს "დედაქალაქის მთავრობის დანაშაულებრივი მოქმედება გახლდათ".

ნაციონალური მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის გაუქმებას სთხოვენ, თუმცა აბესსაძე აქვე ამბობს, რომ დავით ნარმანია ოპოზიციის ამ წინადადების გათვალისწინებას არ აპირებს.

„სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, პირადი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ფასად ცდილობს, გადაეფაროს ივანიშვილს და იზრუნოს ივანიშვილის გამდიდრებაზე. ამ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რასაც სჩადის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

დღის ამბები