თბილისის ჰამქარი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის აუქციონის ჩატარებაზე სპეციალურ საპროტესტო განცხადებას 3 მაისს გაავრცელებს, სადაც იქნება აღნიშნული ის ღონისძიებები, რასაც ორგანიზაცია პროტესტის ნიშნად გეგმავს.
ამის შესახებ განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში თბილისის ჰამქარის გამგეობის წევრმა, ცირა ელისაშვილმა, გააკეთა.
„თუ ომის რეჟიმში ვართ, ჩვენ ამ ომს ვიღებთ,“ - განაცხადა ელისაშვილმა, რომელმაც რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ამ ეტაპზე ორგანიზაცია კულტურის სამინიტროს ოფიციალურ პასუხს ელოდება, რომლის შემდეგაც არ გამორიცხავენ სამართლებრივი დავა სასამართლოში გაგრძელდეს.