„ქალაქი აშკარად კატასტროფის წინაშეა,“ - თავისუფალი დემოკრატების წევრი, თამარ ამაშუკელი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემაზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. შესაბამისად, კულტური მემკვიდრეობის ობიექტის ცვლილებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ თბილისის მერიის ურბანული სამსახურის ნებართვა.
„ქვეყანაზე უამრავი ახირებული ადამიანია, ახირებული ოცნებებითა და სურვილებით, ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებთან ვერ გვექნება პრეტენზიები. პრეტენზია შეიძლება, გვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ სახელმწიფო ინსტიტუციებისა და საჯარო პირების მიმართ, რომელთა ვალდებულება კანონის დაცვაა,“ - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
თამარ ამაშუკლელმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესი პანორამა თბილისთან დაკავშირებულ პროცესებთან გააიგივა და განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში ფიქსირდება კანონდარღვევა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მოსახლეობა უფრო ხმამაღლა იტყვის თავის სათქმელს და აღნიშნა, რომ "ქალაქი აშკარად კატასტროფის წინაშეა“.