20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
თუკი ხელისუფლება დააჭერს წიხლს რუსთავი2-ს, არჩევნების ლეგიტიმაცია დადგება კითხვის ქვეშ - ალექსი პეტრიაშვილი

„ცხადზე ცხადია, რომ შეტევა განახლდა რუსთავი2-ზე,“ - თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ "ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე მიმდინარეობს პირდაპირი შეტევა და თავდასხმა".

„ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის და საზიანო, როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. თუკი ხელისუფლება მაინც, საბოლოო ჯამში, ბოლომდე დააჭერს წიხლს რუსთავი2-ს და მიიტაცებს, მაშინ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგება ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, "თუ მოხდება რუსთავი2-ის მიტაცება, ამას უარყოფით რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და სერიოზულად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე".

დღის ამბები