აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ბეთლემში აღნიშნავენ. სააღდგომო ლიტურგია ქრისტეშობის ტაძარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბეთლემში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩაიტანეს. მორწმუნეებმა წმინდა ცეცლით დანთებული სანთლებით ჯერ ბეთლემის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც უკვე ქრისტეშობის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ. პროცესიას ათასობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის უმეტესობა პალესტინელი ქრისტიანები იყვნენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.