აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს. დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე რამდენიმე სპეციალური რეისი იმუშავებს.
უფასო ავტობუსები იმოძრავებენ მეტროპოლიტენებიდან: "დიდუბე" - მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით;
"მარჯანიშვილიდან" და "ვაგზლის მოედნიდან" - კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ;
დელისიდან - ავტობუსები საბურთალოს სასაფლაოსკენ გავლენ.
"სარაჯიშვილიდან" - თბილისის ზღვის მიმართულებით; ავტობუსები იმოძრავებენ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ; ვარკეთილის სასაფლაოზე კი უფასო ტრანსპორტი მეტრო "ვარკეტილიდან" და მესამე მასივის შუამთის ქუჩის მეათე კვარტალიდან გადის.