სააღდგომო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ღამის 11:00 საათზე დაიწყო. საღმრთო ლიტურგიას პრემიერმინისტრიც ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე შეაფასა.
“მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო, ეს ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული. მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, საქართველოს გამთლიანება, რითიც მთლიანად განმსჭვალული იყო დღევანდელი ეპისტოლე, ეს გახლდათ თავმდაბლობის მნიშვნელობა, პატრიარქმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ რა თქმა უნდა უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.