20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
თბილისში 10 000-მდე ადამიანი უფასო სადილს ელოდება

დღეს საქართველოში დაახლოებით 200 ათას ადამიანს გამომდინარე მათი ეკონომიური მდგომარეობისა, კანონით შეუძლია უფასო კვება მოითხოვოს, თუმცა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით ამ შეღავათით მხოლოდ 34 ათასი ადამიანი სარგებლობს. დანარჩენი მოლოდინშია.

უფასო სადილს ამჟამად მხოლოდ თბილისში 10 000-მდე ადამიანი ელის, მერი ამ სერვისის დაფინანსებას არ ზრდის და შესაბამისად, რიგი იმ შემთხვევაში მოუწევთ თუ ძირითადი სიიდან ვინმე ამოვარდება. პრიორიტეტი დაბალი სოციალური ქულის მქონე ოჯახებს ენიჭებათ. თუმცა, ყველაზე შეჭირვებული, 1000 ქულიანი ოჯახიც თვეობით ელოდება სადილის რიგს.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

  

დღის ამბები