ტრადიციული ლელობურთით დასრულდა აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის რაიონში. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. 16 კილოგრამიანი ბურთის დევნაში ამჯერად ქვემო შუხუთელებმა გაიმარჯვეს.
სოფლის ორი უბნის დაპირისპირებამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. ამჯერად შეჯიბრი ინციდენტების გარეშე დასრულდა, თუმცა დაშავდა რამდენიმე ადამიანი და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახებაც.
სანახაობას უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ. შუხუთში იმყოფებოდა ასევე საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძეც.