აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღესაც იმოძრავებს თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი.
ავტობუსები გავა დიდუბის მეტროდან, მარჯანიშვილის და სადგურის მოედნებიდან, დელისიდან, სარაჯიშვილიდან, ჭიჭინაძის ქუჩიდან, მეტრო ვარკეთილიდან და მესამე მასივის შუამთის ქუჩიდან.
სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8-მდე მოემსახურება მოქალაქეებს.