20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
14 ქართველი მებრძოლი აშშ-ში, "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

14 ქართველი მებრძოლი გააცილეს შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის ქალაქ ორლანდოში ძლიერთა თამაშებში (Invictus Games 2016), მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარის პატრონაჟით ტარდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბიჭები მონაწილეობას იღებენ ძლიერთა თამაშებში, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ 4 თვიანმა ვარჯიშმა, რომელიც მათ თამაშების დაწყებამდე გაიარეს, შედეგი გამოიღო და გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღის ამბები