20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
მიცვალებულთა დღე - ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია

რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ,  - მიცვალებულების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები დღეს დილიდან სასაფლაოებზე მიდიან.

მათ უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე ცალმხრივად არის მოძრაობა შეზღუდული. შექმნილ საცობებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

შეზღუდვები ავტომობილებისთვის იყო როგორც საბურთალოს სასაფლაოზე, ასევე თბილისის ზღვის, კუკიის, ვერის და სხვა სასაფლაოებზე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში არსებული სასაფლაოების მიმართულებით უფასო მუნუციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

 

დღის ამბები