20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
2008 წლის ომის მონაწილე 17 ქართველი მებრძოლი გაიხსენეს შინდისში

2008 წლის ომის მონაწილე 17 ქართველი მებრძოლი გაიხსენეს დღეს შინდისში. გმირთა მემორიალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და გორის გამგებელმა გვირგვინით შეამკეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი არცერთი ახალგაზრდა აღარ დავკარგოთ. მოვახერხოთ მშვიდობით, შეუპოვრობით აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დავიბრუნოთ ხალხი, რომელიც არის ახლა გაყოფილი და გახლეჩილი საოკუპაციო ხაზებით, მავთულხლართებით, სულ რამდენიმე კილომეტრში და მეტრში აქედან", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები