ე.წ. გეორგიევსკის ლენტები თბილისის ქუჩებში-ლარსის საზღვარი დღეს ათამდე რუსულმა მანქანამ გადმოკვეთა. რუსეთიდან მომავალი ტურისტები რუსულ-ქართული დროშებით და ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გაფორმებული მანქანებით გადაადგილდებიან დედაქალაქში.
„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და გვიყვარს რუსეთი. ჩვენს წითელ დროშაზე წერია, რომ 9 მაისი არის ერთიანობის დღე. ჩვენ ერთად დავკარგეთ მაშინ პაპები და მამები,“ - განაცხადა რუსმა ტურისტმა კურიერთან საუბრისას, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ ისინი რუსული და ქართული დროშებით საზღვარზე უპრობლემოდ გამოატარეს.