ორგანიზაცია ივერიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით თბილისის ქუჩებში რუსი ტურისტების გამოჩენას "ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევად" აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ამ ფაქტზე მკვეთრი რეაგირება მოახდინოს.
„გარდა იმისა, რომ პროვოკაციაა, ეს ქმედება წინააღმდეგობაშია ჩვენს კანონთან ოკუპაციის შესახებ, იმიტომ, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკას და ასევე ტოტალიტარული ქვეყნის სიმბოლიკას, რადგან მათ საბჭოთა დროშებიც ჰქონდათ, აჩვენებს მზის სინათლეზე. ეს იკრძალება ჩვენი კანონმდებლობით და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეს კანონი. როცა ხელისუფლება უმოქმედობს, ჩვენ შეგვიძლია მაშინ საზოგადოება დავირაზმოთ და რაღაცნაირად წინ აღვუდგეთ ამას,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.