20 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ქობულეთში 60 წლის მამაკაცს პედოფილიაში სდებენ ბრალს

ხმაურია ქობულეთში. ადგილობრივები 60 წლის მამაკაცს პედოფილიაში სდებენ ბრალს.

მამაკაცი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი, მეზობლების მტკიცებით, 11 წლის გოგონას კამფეტების შეთავაზებით მანქანაში იტყუებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლთან სადაც 60 წლის მამაკაცი ცხოვრობს, ხალხია შეკრებილი, რომლებიც ითხოვენ, რომ სახლის პატრონმა და მისმა ოჯახმა დღესვე დატოვოს ქობულეთი.

ადგილზე მობილიზებულია პატრული. 

დღის ამბები