20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
ბოტანიკური ბაღი - არასამთავრობოები სარჩელის შესატანად და მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან

თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით საკრებულოში ღია სხდომის ჩატარებას და მასზე დავით ნარმანიას დასწრებას ითხოვენ არასამთავრობოებიც. პარალელურად, სარჩელსაც ამზადებენ, რომელსაც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეიტანენ სასამართლოში.

„ცალსახად იკვეთება ბიძინა ივანიშვილის სახელი, რადგან თანაინვესტირების ფონდი არის მის მიერ დაფუძნებული და ახორციელებს პანორამა თბილისის პროექტს,“ - აცხადებს დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ცირა ელისაშვილი.

შაბათს 25 არასამათავრობო ორგანიზაცია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. ისინი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებას პირადად ივანიშვილს და პროექტ პანორამა თბილისს უკავშირებენ.

სამოქალაქო სექტორი პარლამენტსაც მიმართავს დაინტერესდეს ამ საკითხით. ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გუშინ თანაინვესტირების ფონდმა 6 მილიონ 326 ათას ლარად შეიძინა. 

დღის ამბები