20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
„ბრძოლა მხოლოდ იწყება, ამ ერთი კაცის აღვირახსნილი ახირებების წინააღმდეგ“ - პეტრე ცისკარიშვილი

თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებს. ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობა გარემოს დაცვის კომიტეტის გამართვასაც ითხოვს.

მათ გიგლა აგულაშვილთან შეკითხვები აქვთ, როგორც ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებაზე, ასევე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით.

„ბრძოლა მხოლოდ იწყება, ამ ერთი კაცის აღვირახსნილი ახირებების წინააღმდეგ,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კითხვები აქვთ რესპუბლიკელებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუქციონი დაჩქარებულად ჩატარდა.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი კანონდარღვევას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყიდა 29 ჰექტარი.

ნაციონალურ მოძრაობას ფულის მეტი რა აქვს, რატომ არ მიიღო მონაწილეობა, თუ ასე იაფად იყიდებოდა? თუ უბრალოდ ისინი მარტო ერთ ლარიანებს ყიდულობდნენ?" - განაცხადა თამაზ ჭიაურელმა.

დღის ამბები