ეს შენ გეხება კამპანიის წევრები უახლოეს დღეებში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ასევე ელოდებიან თარიღის დაზუსტებას, როდის მიიღებს მათ პრემიერი.
პარალელურად, იგეგმება შეხვედრა რესპუბლიკელებთან, რომლებიც სავარაუდოდ წარადგენენ კიდეც ბიუროზე არასამთავრობოების მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს.
საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას გულისხმობს, ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც სამართალდამცველთა დანაშაულს შეისწავლის და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელსაც ექნება ფარულ მიყურადებაზე ე.წ. გასაღები.