ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება - დეპუტატების განცხადებით, გუშინ აუქციონზე გაყიდულ 29 ჰექტარს თბილისის ფინანსური დანაკარგები მოჰყვება.
საუბარია მილიონ 314 ათას ლარზე, რომელიც დედაქალაქის მერიამ თბილისის ბიუჯეტიდან, გაყიდული ტერიტორიიდან გაზის მილების გადასატანად გამოყო.
სწორედ ამ რაოდენობის თანხის კონტრაქტი გააფორმა თბილისის მერმა.
თუმცა, რამდენიმე თვით ადრე, მუნიციპალიტეტში ფიქრობდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან მილების გადატანას დასჭირდებოდა დაახლოებით 700 ათასი ლარი. ამ რაოდენობის თანხა თბილისის ბიუჯეტიდან გამოყო და ნაწილი უკვე დაიხარჯა.
“გარდა იმისა, რომ მოხდა 29 ჰექტარზე, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ რომ ივანიშვილის შეეძინა ეს ნაკვეთი, გზის სამუშაოების გადატანის გამო, ბიუჯეტიდან დამატებით მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე