20 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ხმაური რუსთავში - მოსახლეობა კოსტავას ქუჩაზე ხეების გადაბელვითი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

სიტყვიერი შელაპარაკება რუსთავის მერსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ქალაქში ხეების გადაბელვითი სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. კოსტავას ქუჩაზე მაცხოვრებლებმა სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. მოსახლეობის მოთხოვნამ კი ქალაქის მერი გააღიზიანა.

ხეების გადაბელვითი სამუშაოები ადგილობრივების პროტესტის შემდეგ შეჩერდა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხეებს ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შენობების ფასადების უკეთ გამოჩენის მიზნით ბელავს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც თქმით, პროცესი ერთიანი გეგმისა და სტანდარტების დაცვის გარეშე ხორციელდება.

მოსახლეობის პრეტენზიები ქალაქის მერისთვის მიუღებელია. დავით ჯიქიას განცხადებით, სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და ის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტს არ უკავშირდება.

ავტორები: ვანო გავაშელი, ირაკლი შეწირული, გიორგი კოხოძე, ნათია ბუცხრიკიძე.

დღის ამბები